ვიწუწუნო… არ ვიწუწუნო…

ვიწუწუნო… არ ვიწუწუნო… ვიწუწუნო… არ ვიწუწუნო…
დავაცალე გვერდები საწყალ ქსეროქსს… (აბა რომ ვიჯდე და ვკითხულობდე, ზედმეტად ბანალური იქნებოდა და…)))
სინამდვილეში, ეს მე არ ვარ ))) –დღეს გაზაფხულის ეკონომიკის სკოლის (რაღა გაზაფხულის, ისე, კაცმა რომ თქვას) დამთავრებას აღვნიშნავ და რაც სახლში მოვედი, წიგნებისა და ქსეროქსებითვის ხელი საერთოდ არ მომიკიდია.
მერე რა, რომ ორშაბათს უნივერსიტეტის გამოცდები მეწყება… როგორც ჩემი ჯგუფელი იტყოდა, „ღმერთმა მოგვცა გამოცდის წინა დღე!“
ზოგადად, გამოცდების დროს წერის სურვილი კიდევ უფრო მიძლიერდება-ხოლმე და ისეც ხშირად ყოფილა, გამოცდის წინა დღეს (ან ღამეს) პოსტის ან სხვა რამის დაწერაზე რომ დამიხარჯავს ძვირფასი საათები…
გადავწყვიტე, რომ ამჯერად „ტაქტიკა შევცვალო“ და გამოცდისწინა პოსტები ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გამოვაქვეყნო-ხოლმე…


მაშ ასე, წინ ექვსი გამოცდა და ექვსი გამოცდისწინა პოსტია!
იქამდე კი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი 1:0-ს უგებს საფრანგეთს და მაინცდამაინც არ მაღელვებს, რომელი გაიმარჯვებს. გერმანია გუშინ გადავიდა ნახევარფინალში და ფინალისწინა მეტოქეს ელოდება…
ამ გადამწყვეტ მატჩამდე ერთი ნაბიჯი გვაქვს დარჩენილი, მეოთხე ვარსკვლავამდე–ორი…
მიუხედავად ჩემი გამოკვეთილი სიმპატიისა, ყველა გულშემატკივარს ვუსურვებ საყვარელი გუნდ(ებ)ის წარმატებას, სტუდენტებს კი (ვისაც ჯერ კიდევ გამოცდების რეჟიმით უწევს ცხოვრება)–მაღალ ქულებსა და ულევ კრედიტებს!
ღიმილით (და, უბრალოდ, კარგი განწყობით),
მარიამი

About these ads